საქართველოში COVID-19–ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
05/11/2020 06:54:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება


