Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება

05/11/2020 07:03:22 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 976 - თბილისში. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 976;
  • აჭარა – 328;
  • იმერეთი – 368;
  • ქვემო ქართლი – 61;
  • შიდა ქართლი – 135;
  • გურია– 62;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 280;
  • კახეთი – 70;
  • მცხეთა-მთიანეთი – 31;
  • სამცხე-ჯავახეთი – 55;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 35

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 332 აქტიური შემთხვევაა. 4 489 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 446 - კოვიდ-სასტუმროში, 8 397 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 638–ს შეადგენს. მათგან 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S