Accentnews.ge
რაჭაში მიწისძვრა სამჯერ დაფიქსირდა

რაჭაში მიწისძვრა სამჯერ დაფიქსირდა

05/11/2020 05:44:16 საზოგადოება

საქართველოში, რაჭაში მიწისძვრა გარკვეული დროის ინტერვალით სამჯერ მოხდა,– ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ცენტრი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, მესამედ 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით ონთან ახლოს დაფიქსირდა.

ცნობისთვის: 4 ნოემბერს პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე სოფელ ხარისთვალთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავე 3.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:05 საათზე ონთან, სოფელ ბაჯიხევთან დაფიქსირდა. მათი სიმძლავე ასევე 3.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S