Accentnews.ge
ნევადაში საარჩევნო ხმების დათვლა 5 ნოემბრამდე შეწყვიტეს

ნევადაში საარჩევნო ხმების დათვლა 5 ნოემბრამდე შეწყვიტეს

04/11/2020 17:37:15 მსოფლიო

ამერიკულ შტატ ნევადას ხელისუფლებამ მიზეზების აუხსნელად გამოაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ბიულეტენების დამუშავებას 5 ნოემბრამდე წყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ამ შტატში პრეზიდენტობის რესპუბიკელ კანდიდატს – მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის ბრძოლა განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა.

“აუცილებელია 3 ნოემბერს ფოსტით მოწოდებული ხმების დამუშავება, ასევე იმ პროტოკოლების შემოწმება, რომლებსაც ფოსტით უახლოესი კვირის განმავლობაში მივიღებთ და იმ სადავო მომენტების გადაწყვეტა, რომლებიც ზოგიერთი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირებას ეხება” – აცხადებენ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ნევადა ერთ-ერთია იმ 6 შტატს შორის, სადაც საპრეზიდენტო კამპანიის შედეგი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ამავე სიაში არიან ჯორჯია, მიჩიგანი, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. არჩევნებში გამარჯვებისთვის ბაიდენს ესაჭიროება ლიდერობა ამ შტატებიდან სულ მცირე, სამში, ტრამპს კი - ოთხში.

უკანასკნელი მონაცემებით, ბაიდენს ამ დროისთვის წარმომადგენელთა 224 ხმა აქვს, ტრამპს - 213. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმის შეგროვება სჭირდება

ამომრჩეველთა მიერ მიწოდებული ბიულეტენების რაოდენობა 90%-ს უახლოვდება. ეროვნული საარჩევნო სისტემის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, ბაიდენი (ხმების 49,33%) ტრამპს (48,69%) ოდნავ უსწრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S