Accentnews.ge
ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

04/11/2020 16:05:58 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო ლიეტუვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეჟიმი 7 ნოემბრიდან შევა ძალაში და 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ლიეტუვაში 20 ოქტომბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 639 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 18 092 შემთხვევაა გამოვლენილი, 182 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამდე ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ევროპის რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამაც მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S