Accentnews.ge
1,5 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 170 000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო

1,5 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 170 000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო

04/11/2020 15:58:46 მსოფლიო

1,5 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 170 000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო. ამის შესახებ სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა.

უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ ბრძანებულებას გასული წლის აპრილში პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი. ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რომ ეს "ჰუმანიტარული მიზნით – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად” კეთდებოდა.

ამასთან, პუტინმა ამ დოკუმენტს ფაქტობრივად იმ დროს მოაწერა ხელი, როცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დონბასში კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამდა. საბოლოო ჯამში, ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილება დაგმო და დასავლეთს საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრებისჯენ მოუწოდა.

ევროკავშირსა და აშშ-ს სპეციალური სანქციები არ შემოუღიათ, თუმცა პუტინის ბრძანებულება მკვეთრად გააკრიტიკეს.

ადრე რუსეთი ქვეყნის მოქალაქეობას ურიგებდა მოლდოვას სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის – დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებს, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S