თურქეთმა ახალი შეზღუდვები დააწესა
04/11/2020 15:39:22 მსოფლიო
ეპიდვითარების გაუარესების გამო თურქეთმა ახალი შეზღუდვები დააწესა. შესაბამისი ბრძანებულება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გამოსცა.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კაფეები, რესტორნები, სალონები, საქორწილო დარბაზები, თეატრები და სხვა დაწესებულებები 22:00 სთ–მდე იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ რესტორნებსა და კაფეებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ.
ბოლო რამდენიმე დღეა, თურქეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2300–ს აჭარბებს.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 382 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 328 824 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 481 გარდაიცვალა.


