პუერტო-რიკომ აშშ-სთან მიერთებას დაუჭირა მხარი
04/11/2020 15:45:20 მსოფლიო
პუერტო-რიკოს (კარიბის ზღვაში არსებული არაინკორპორირებული ტერიტორიის) მოსახლეობამ რეფერენდუმზე აშშ-სთან 51-ე შტატად მიერთებას დაუჭირა მხარი.
ამ გადაწყვეტილებას რეფერენდუმში მონაწილეთა 52% მიემხრო, - იუწყება გამოცემა “Caribbean Business”.
დასმული იყო კითხვა: "უნდა მიუერთდეს თუ არა პუერტო-რიკო აშშ-ს შტატის სტატუსით დაუყოვლებლივ?". მოცემული იყო პასუხის ორი ვარიანტი — "დიახ" და "არა".
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბრძანებულება მიმდინარე წლის მაისში ტერიტორიის გუბერნატორმა ვანდა ვასკეს გარსედმა გამოსცა.
ესპანეთმა აშშ-ს პუერტო-რიკო 1898 წელს გადასცა. ტერიტორიის მაცხოვრებლებს აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ვერ აძლევენ და არ ჰყავთ წარმომადგენელი კონგრესში.
წლევანდელი რეფერენდუმი რიგით მეხუთეა 1967 წლიდან. პუერტო-რიკოს აშშ-ის შემადგენლობაში მიღების საკითხზე გადაწყვეტილება ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა მიიღონ.


