Accentnews.ge
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის სენატში რიში და შაჰინი კვლავ აირჩიეს

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის სენატში რიში და შაჰინი კვლავ აირჩიეს

04/11/2020 14:29:25 მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით, ჯიმ რიში (შტატ აიდაჰოს წარმომადგენელი) და ჯინ შაჰინი (შტატ ნიუ-ჰემფშირის წარმომადგენელი) აშშ–ის სენატში კვლავ აირჩიეს.

წინასწარი შედეგების თანახმად, ჯიმ რიშმა ხმათა 62.6% აიღო, ხოლო ჯინ შაჰინმა – 57%.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ილინოისიდან ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესში კვლავ აირჩიეს. მას 65%–იანი მხარდაჭერა აქვს.

ცნობისთვის: კინზინგერი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ჯიმ რიში ("რესპუბლიკური პარტია") - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ხშირად ეხმიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S