Accentnews.ge
"დაუშვებელია, სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს"

"დაუშვებელია, სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს"

04/11/2020 14:12:33 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაუშვებელია, სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს.

„მაქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციაში თანხის გადახდას სთხოვენ. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფოში უკვე შემოტანილია გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა.

ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S