Accentnews.ge
ხვალიდან იტალიაში "კომენდანტის საათი" ამოქმედდება

ხვალიდან იტალიაში "კომენდანტის საათი" ამოქმედდება

04/11/2020 13:52:51 მსოფლიო

ხვალიდან იტალიაში "კომენდანტის საათი" ამოქმედდება. შესაბამის ბრძანებულებას ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი უკვე მოაწერა.

"კომენდანტის საათი" მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღე, 22:00 სთ –დან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს.

ამასთან, პრემიერის ბრძანებულების თანახმად, 5 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრები შაბათ–კვირას დაიხურება და მუზეუმები დაიკეტება.

ახალი შეზღუდვები 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 26 ოქტომბრიდან შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:

  • ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00 სთ–მდე მუშაობენ. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია;
  • სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო-დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები დახურულია;

26 ოქტომბერს დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრამდე იქნება ძალაში.

ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 26 000–ს აჭარბებს.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 759 829 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 302 275 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 412 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S