Accentnews.ge
გამყრელიძე: "პანდემია კარგახანს არ გაჩერდება, გვექნება შემთხვევების ზრდა"

გამყრელიძე: "პანდემია კარგახანს არ გაჩერდება, გვექნება შემთხვევების ზრდა"

04/11/2020 13:16:43 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვან ამირან გამყრელიძის პროგნოზით, "პანდემია კარგახანს არ გაჩერდება, გვექნება შემთხვევების ზრდა".

“პანდემია არ ჩერდება და კიდევ კარგახანს არ გაჩერდება. ჩვენ გვექნება შემთხვევების ზრდა. ამიტომ ეს შემთხვევები უნდა იმართოს - იმართოს ჯანდაცვის სექტორისა და ჩვენს მიერ. საავადმყოფოში დაწოლა სჭირდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, სადაც ამას ოჯახის ან სასწრაფოს ექიმი განსაზღვრავს. ზოგადად, ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს ინფიცირებულთა დაახლოებით 15-20%. ზოგიერთ ქვეყანას ეს აქვს 10%-ის ფარგლებში. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება, ნაკლები იყოს საავადმყოფოებზე დატვირთვა" - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S