Accentnews.ge
6-7 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი

6-7 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი

04/11/2020 12:34:55 საზოგადოება

6-7 ნოემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში თოვას ელიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S