Accentnews.ge
სალომე სამადაშვილს COVID-19 დაუდასტურდა

სალომე სამადაშვილს COVID-19 დაუდასტურდა

04/11/2020 11:09:35 საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა,– ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირად გვერდზე თავად სამადაშვილი წერს.

"მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. თვითიზოლაციაში ვარ".

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537.

2295 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდული დღიური ნამატია.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S