Accentnews.ge
თბილისის მერი მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის მერი მოსახლეობას აფრთხილებს

04/11/2020 09:03:25 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, 3 ნოემბერს ავტობუსებში პირბადის გარეშე ასვლას 1489 მგზავრი შეეცადა, ხოლო ორ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მისივე თქმით, მგზავრები ყოველდღიურ რეჟიმში მკაცრად გაკონტროლდებიან.

თბილისის მერმა მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ შემდეგი შეზღუდვები დააწესა:

  • საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა
  • რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოს მასშტაბით ეკრძალებათ.

მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S