წინასწარი მონაცემებით, ილინოისის შტატში გამარჯვება კვლავ ადამ კინზინგერმა მოიპოვა
04/11/2020 07:40:04 მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ილინოისიდან ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესში კვლავ აირჩიეს.
წინასწარი შედეგების თანახმად, რესპუბლიკელი კინზინგერი ხმათა 65%-ით პირველ ადგილზეა. მის კონკურენტ დემოკრატ დანი ბრზოზოვსკის 35%-იანი მხარდაჭერა აქვს.
კინზინგერი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი 2010 წლიდან არის.
ცნობისთვის: კინზინგერი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.


