ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება
04/11/2020 07:18:58 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 650 - თბილისში. გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 989;
- აჭარა – 387;
- იმერეთი – 387;
- ქვემო ქართლი – 166;
- შიდა ქართლი – 133;
- გურია– 27;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 97;
- კახეთი – 47;
- მცხეთა-მთიანეთი – 33;
- სამცხე-ჯავახეთი – 29;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 240 აქტიური შემთხვევაა. 4 355 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 428 - კოვიდ-სასტუმროში, 8 457 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 004 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 569–ს შეადგენს. მათგან 238 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.


