დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
04/11/2020 06:16:06 საზოგადოება
დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ შემდეგი შეზღუდვები დააწესა:
- პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა
- რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოს მასშტაბით აეკრძალათ.
მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.


