მიხეილ სააკაშვილმა COVID-19 გადაიტანა
03/11/2020 20:17:42 საზოგადოება
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა COVID-19 გადაიტანა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
“კოვიდ-ინფექცია მსუბუქი ფორმით გადავიტანე. ვერც შევამჩნიე, უბრალოდ მოგვიანებით ანტისხეულები აღმომიჩინეს. ასე, რომ არ უნდა გვეშინოდეს. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები – ვატაროთ ნიღბები, ხშირად ვიბანოთ ხელი, დავიცვათ დისტანცია და ა.შ. ჩემს ირგვლივ ვირუსი ძალიან ბევრმა გადაიტანა და გართულებები თითქმის არავის ჰქონია. ქვეყნის დაკარგვა – აი ესაა საშიში და სასიკვდილო», – აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგები პიკს ნოემბრის შუა რიცხვებიდან პროგნოზირებენ.
ამასთან, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ტოტალური გაყალბების ბრალდების ფონზე დაძაბულია და მასშტაბური აქციებია დაანონსებული.


