დიდმა ბრიტანეთმა ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა
03/11/2020 17:46:32 მსოფლიო
საფრანგეთსა და ავსტრიაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა,– იუწყება გამოცემა „გარდიანი“.
მისივე ცნობით, ტერორიზმის საფრთხის ანალიზის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მაქსიმალური ხუთიდან ტერორიზმის საფრთხის მეოთხე დონე გამოცხადდა.
ცნობისთვის: 2 ნოემბერს თავდამსხმელებმა ვენაში ერთდროულად ოთხ სამიზნეს შეუტიეს: ორ რესტორანს, სინაგოგასა და ებრაულ კულტურის ცენტრს. მომხდარი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმეს და ავსტრიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მანამდე თავდასხმები საფრანგეთშიც განხორციელდა.


