Accentnews.ge
ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

03/11/2020 13:37:29 საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილსაც.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S