საქართველოს რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
03/11/2020 09:18:47 საზოგადოება
საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, დისტანციური რეჟიმი გაგრძელდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 4-დან 25 ნოემბრამდე იქნება. სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს (პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) ეხებათ.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.


