Accentnews.ge
კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა

03/11/2020 07:10:44 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 650 - თბილისში. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 650;
  • აჭარა – 506;
  • იმერეთი – 324;
  • ქვემო ქართლი – 46;
  • შიდა ქართლი – 100;
  • გურია– 47;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 200;
  • კახეთი – 23;
  • მცხეთა-მთიანეთი – 39;
  • სამცხე-ჯავახეთი – 4;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 501 აქტიური შემთხვევაა. 4 253 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 2 264 - კოვიდ-სასტუმროში, 8 984 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 080 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 589–ს შეადგენს. მათგან 281 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S