საქართველოში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 44 500–ს გადააჭარბა
03/11/2020 07:08:26 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 44 500–ს გადააჭარბა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.


