Accentnews.ge
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

03/11/2020 06:53:11 მსოფლიო

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში147 ადამიანი რჩება, 847 უკვე გაწერეს.

ქვეყანაში შექმნილია უპრეცედენტო სიტუაცია, როცა ნანგრევებიდან ადამიანთა ამოყვანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევთ.

30 ოქტომბერს მომხდარი 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მდებარეობდა. მიწისძვრას 144 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან 21-ის შემთხვევაში სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S