Accentnews.ge
ავსტრიის შს მინისტრი: “ვითარება არასტაბილურია და დინამიურად ვითარდება”

ავსტრიის შს მინისტრი: “ვითარება არასტაბილურია და დინამიურად ვითარდება”

02/11/2020 22:30:14 მსოფლიო

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კარლ ნეჰამერი ამ დროისთვის ვენაში შექმნილ ვითარებას “არასტაბილურსა” და “დინამიურად განვითარებადს” უწოდებს.

მისი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში, სინაგოგის გვერდით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაჭრეს, მას “სერიოზული ჭრილობები” აქვს მიღებული, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, კიდევ რამდენიმე – "სავარაუდოდ, მოკლული".

ავსტრიული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ვენაში ერთდროულად ოთხ სამიზნეს შეუტიეს: ორ რესტორანს, სინაგოგასა და ებრაულ კულტურის ცენტრს. შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი. გაზეთ “Kurier”-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ერთი სამართალდამცველიც.

გამოცემა “Kronen Zeitung” კი იუწყება, რომ პირველ სამიზნესთან თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

ქალაქის მასშტაბით ძალოვანი უწყებების სპეცძალებია მობილიზებული. რამდენიმე წეერტილში სპეცოპერაციები გრძელდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ გაავრცელონ ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S