Accentnews.ge
ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს

02/11/2020 21:40:14 საზოგადოება

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +43 676 3259839“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.

ვენის ცენტრში, ქალაქის მთავარ სინაგაგოსთან პოლიციის სპეცოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, მეორე გაიქცა. „ბიბისის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები, მათ შორის - ერთი სამართალდამცველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S