Accentnews.ge
მაშველებმა იზმირის მიწისძვრიდან 65 საათში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი დაიხსნეს

მაშველებმა იზმირის მიწისძვრიდან 65 საათში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი დაიხსნეს

02/11/2020 16:39:19 მსოფლიო

მაშველებმა იზმირის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 65 საათში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი დაიხსნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იზმირის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდეა გაზრდილი, დაშავებულია 1000-ზე მეტი მოქალაქე.

ქვეყანაში შექმნილია უპრეცედენტო სიტუაცია, როცა ნანგრევებიდან ადამიანთა ამოყვანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევთ.

სამი ორი დღის წინ მომხდარი 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

მიწისძვრას 144 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან 21-ის შემთხვევაში სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S