საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა გადაიდო
02/11/2020 10:12:20 საზოგადოება
საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა (რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით) გარკვეული პერიოდით გადაიდო.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.


