Accentnews.ge
სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი კორონავირუსის მართვის მიმართულებით გადამზადდა

სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი კორონავირუსის მართვის მიმართულებით გადამზადდა

02/11/2020 09:25:46 საზოგადოება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის 1844-მა მაღალკურსელმა სტუდენტმა Covid-19-ის მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა.

გადამზადების პროგრამის მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნაა.

სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

მისივე ცნობით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

„ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად არის მორგებული პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებს. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის - მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და მათი კონტაქტების დადგენას“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაში.

გადამზადების პროცესს წარმართვენ ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ტრენერები.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 342 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S