კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა
02/11/2020 06:57:04 საზოგადოება
მთავრობის მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 650;
აჭარა – 389;
იმერეთი – 441;
ქვემო ქართლი – 68;
შიდა ქართლი – 51;
გურიაი – 28;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 114;
კახეთი – 20;
მცხეთა-მთიანეთი – 51;
სამცხე-ჯავახეთი – 27;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 13.
სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 15 411 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 4 293 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ბინაზე – 8 882.
ოფიციალური მონაცემებით, მძიმეა COVID-19–ით ინფიცირებული 519 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პაციენტი.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 42 579 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 342 პაციენტი გარდაიცვალა, 26 800 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 977პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 293, კოვიდ–სასტუმროებში – 2236, თვითიზოლაციაში –29 876.


