საქართველოში COVID–19–ის 1800–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი
02/11/2020 06:40:41 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 42 579 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 342 პაციენტი გარდაიცვალა, 26 800 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 977პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 293, კოვიდ–სასტუმროებში – 2236.


