თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა
02/11/2020 06:01:38 მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. დაშავებულია, სულ მცირე, 962 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დღეს დილით მაშველებმა, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან დაახლოებით 58 საათის გასვლის შემდეგ, ქალაქ იზმირში ნანგრევებიდან 14 წლის გოგონა უვნებლად ამოიყვანეს.
30 ოქტომბერს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.


