Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

02/11/2020 05:31:14 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კოვიდ–ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა.

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად, რამდენიმე დღით თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

"კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში კარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს", – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 205 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 46 824 000–ზე მეტი ადამიანი, 33 758 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S