ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება
01/11/2020 07:06:42 საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ცხელ კერად“ აჭარასა და იმერეთთან ერთად დედაქალაქიც რჩება. კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები თბილისისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 532
აჭარაი - 369
იმერეთი -392
ქვემო ქართლი - 86
შიდა ქართლი - 62
გურია - 29
სამეგრელო–ზემო სვანეთი - 187
კახეთი - 57
სამცხე-ჯავახეთი - 56
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი - 21
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, 28 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის - თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი - 503, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში-1 430.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 ადამიანი.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 40 727 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 335 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 25 104 პირი გამოჯანმრთელდა.
სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 10 748 ადამიანი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3 927.


