გვარამია ცსკ–ს შენობაში შეუშვეს
01/11/2020 01:38:50 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა და განაცხადა, რომ როგორც მედიის წარმომადგენელი, შენობაში შესვლა სურს კომისიის თავმჯდომარის - თამარ ჟვანიასგან ინტერვიუს აღების მიზნით.
როგორც გვარამიამ განმარტა, მას ცსკ–ს შენობაში მუშაობისთვის აკრედიტაცია გააჩნია.
"ვაპირებ ცსკ–ში მუშაობას. მეტი არაფერი",– განმარტა მან.
მოგვიანებით გვარამიას შენობაში შესვლის უფლება მისცეს. ის არხის ჟურნალისტს ჩაანაცვლებს.

ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნევა.


