Accentnews.ge
ფილიპინებს უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა თავს

ფილიპინებს უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა თავს

31/10/2020 23:10:02 მსოფლიო

ფილიპინებს წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი შტორმი — ტაიფუნი გონი დაატყდა თავს. ამ დროისთვის ქარის სიმძლავრე 225 კმ/სთ-ს შეადგენს, - იუწყება BBC.

ამინდის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ტაიფუნმა კუნძულ კატანდუანეს ადგილობრივი დროით 04:50 სთ-ზე შეუტია. ელიან, რომ დღესვე იგი მთავარ კუნძულ ლუსონს მიუახლოვდება.

საკუთარი სახლებიდან თითქმის მილიონი ადამიანია ევაკუირებული.

ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიული სამსახურების სამმართველომ (Pagasa) გაავრცელა გაფრთხილება წყალდიდობების, მეწყერისა და უხვი ნალექით გამოწვეული სხვა სტიქიური მოვლენების თაობაზე ლუსონას რაიონებში, ასევე ვისაის და მინდანაოს კუნძულებზე.

«მომდევნო 12 სთ-ის განმავლობაში მოსალოდნელია კატასტროფულად ძლიერი ქარი და წვიმა...», - ნათქვამია განცხადებაში.

გონი ყველაზე მძლავრი შტორმია ტაიფუნ ჰაიანის შემდეგ, რომელმაც 2013 წელს 6 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამჯერად სტიქიისთვის მზადება Covid-19-მა გაართულა, რომლითაც ფილიპინებზე უკვე 380 739 ადამიანია ინფიცირებული და 7 221-ია გარდაცვლილი.

«მძიმე დრო გვიდგას: Covid-19-თან ერთად გვიტევს მორიგი კატასტროფაც», - განაცხადა ვირტუალური პრეს-კონფერენციის მსვლელობისას პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, სენატორმა კრისტოფერ გომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S