თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1000-მდე მოქალაქე
31/10/2020 21:38:03 მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1000-მდე მოქალაქე, - იუწყება DW ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია უპრეცედენტო სიტუაცია, როცა ნანგრევებიდან ადამიანთა ამოყვანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევთ.
ორი დღის წინ მომხდარი 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მდებარეობდა.
მიწისძვრას 144 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან 21-ის შემთხვევაში სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.


