Accentnews.ge
რუსული ეკლესია საფრანგეთს მორწმუნეთა უფლებების დამცველი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს

რუსული ეკლესია საფრანგეთს მორწმუნეთა უფლებების დამცველი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს

31/10/2020 15:32:00 მსოფლიო

რუსული ეკლესია საფრანგეთს მუსლიმთა წმინდანებზე კარიკატურების გამოქვეყნების აკრძალვისა და მორწმუნეთა უფლებების დამცველი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.

"რა საჭიროა შექმნილ ვითარებაში მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნების უფლების დაცვა? რას იძლევა ახლა ზრუნვა იმაზე, რომ კარიკატურისტებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეს საქმიანობა, რომლითაც რადიკალებისა და აგრესიულად განწყობილი ადამიანების პროვოცირბას ხდენენ? უფრო სწორი არ იქნებოდა მსგავსი კარიკატურების აკრძალვა როგორც საფრანგეთში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში? უკეთესი არ იქნებოდა, საფრანგეთში მიეღოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულის მსგავსი კანონი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის თაობაზე?!” – განაცხადა ტელეკომპანია "Россия 24"-ის ეთერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა.

გაკვეთილზე მოსწავლეთათვის წინასწარმეყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო ჩეჩენი მოსწავლის მიერ 16 ოქტომბერს მოკლულ ფრანგ პედაგოგთან გამომშვიდობების ეროვნულ ცერემონიაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე უარს არასოდეს იტყვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S