ამინდის 1–2 ნოემბრის პროგნოზი
31/10/2020 12:32:39 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
„ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


