Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

31/10/2020 07:01:52 საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ცხელ კერად“ აჭარასა და იმერეთთან ერთად დედაქალაქიც რჩება. კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 684

აჭარაი - 351

იმერეთი - 214

ქვემო ქართლი - 75

შიდა ქართლი - 98

გურია - 41

სამეგრელო–ზემო სვანეთი - 86

კახეთი - 52

მცხეთა-მთიანეთი - 23

სამცხე-ჯავახეთი - 33

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი - 16

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის – თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435.

სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 379 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 ადამიანი.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 38 936 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 307 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 22 691 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S