Accentnews.ge
იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

30/10/2020 19:26:57 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 522 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. მაშველები 17 შენობის ნანგრევებში ეძებენ მოქალაქეებს.

6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით იყო.

მიწისძვრას 144 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან 21-ის შემთხვევაში, სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S