Accentnews.ge
თურქეთში მაშველები ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ

თურქეთში მაშველები ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ

30/10/2020 16:34:12 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა,– იუწყება თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 200-სს გადააჭარბა.

მედია წერს, რომ მაშველები ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ.

ცნობისთვის: მიწისძვრას 19 ავთოშიკი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 3.3-დან 4.8 მაგნიტუდამდე მერყეობდა. 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა. ადამიანები კუნძულზეც დაშავდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S