Accentnews.ge
მინსკმა ლატვიასთან, ლიტვასთან, პოლონეთსა და უკრაინასთან საზღვრები ჩაკეტა

მინსკმა ლატვიასთან, ლიტვასთან, პოლონეთსა და უკრაინასთან საზღვრები ჩაკეტა

30/10/2020 14:03:24 მსოფლიო

მინსკმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდა ქვეყანაში შესვლა ლატვიასთან, ლიტვასთან, პოლონეთთან და უკრაინასთან საზღვრების გავლით.

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში ამ შეზღუდვას ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. თუმცა ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი “მზადაა, ხსენებული სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო აგრესიას პასუხი გასცეს”.

საზღვრებზე მნიშვნელოვანი საცობები წარმოიშვა. ბელორუსები მასობრივად ჩივიან, რომ შინ ვერ ბრუნდებიან. საზღვარზე მხოლოდ დიპლომატიურ და სატვირთო ტრანსპორტს ატარებენ. გამსვლელ მოქალაქეებს კი მესაზღვრეები აფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ამასთან, მინსკის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

ხუთშაბათს ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსახლეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან თავისი საუბრის შინაარსი ასე გააცნო: “მე ის გავაფრთხილე, რომ პოლონეთის, ლიტვის და შესაძლოა, უკრაინის მხრიდან გატოკებაც რომ გაბედონ, ჩვენ პასუხს გავცემთ”. იმავე დღეს მან ხსენებულ სამ ქვეყანასთან საზღვრების გამაგრების ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S