Accentnews.ge
"ნოემბერში ვერანაირად ავცდებით შემთხვევების საგრძნობ მატებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას"

"ნოემბერში ვერანაირად ავცდებით შემთხვევების საგრძნობ მატებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას"

30/10/2020 11:20:37 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნოემბერში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს და მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"ყველა მონაცემის მიხედვით, რაც არის არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოში, ნოემბერი იქნება ის თვე, როცა ჩვენ ვერანაირად ვერ ავცდებით შემთხვევების საგრძნობ მატებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენს მიერ პირბადის მაქსიმალურ მოხმარებას, ყველგან დახურულ და უმეტესობა ღია სივრცეში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მატება გვექნება და ის არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც შესაძლოა, ზედმეტი გადატვირთვა გამოიწვიოს სამედიცინო სისტემის", – განაცხადა იმნაძემ.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს. თუმცა, მისი თქმით, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი COVID19-ის გავრცელების ეფექტური პრევენციისათვის და არ არის გამორიცხული, რომ პირბადის ტარება ყველა სივრცეში სავალდებულო გახდეს:

„ჩვენი მიზანია 95%. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე აღინიშნა, რომ შესაძლოა, პირბადის გამოყენება ყველგან, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მანდატორული გახდეს. თუკი ჩვენ ავალთ 95%-ზე ვნახავთ, რომ სერიოზულად დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S