Accentnews.ge
"გუშინ საქართველოში გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა და კიდევ 133 000 დოზის შემოტანა იგეგმება, რისკჯგუფებს მოგიწოდებთ აცრებისკენ"

"გუშინ საქართველოში გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა და კიდევ 133 000 დოზის შემოტანა იგეგმება, რისკჯგუფებს მოგიწოდებთ აცრებისკენ"

30/10/2020 11:00:18 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გუშინ გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა და კიდევ 133 000 დოზის შემოტანა იგეგმება.

"გუშინ საქართველოში გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა. 1 ნოემბერს კიდევ 110 000 დოზას ველოდებით, ნოემბრის შუა რიცხვებში კი – 23 000 დოზას.

77 000 დოზა ქვეყნის თითქმის ყველა რაიონშია დარიგებული. წინა შემოტანის 25 000 დოზიდან 13 000 იყო ათვისებული. დღეიდან შესაძლებელია, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ ვინც რისკჯგუფებში არიან აიცრან. დაიწყება აცრა ფართო რისკჯგუფების, ესაა სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი და 65 წელს ზემოთ ადამიანები, რომელთაც ქრონიკული გულ–სისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადები აქვთ, ქართული ჯარის ნაწილი, პატრული, და არის კიდევ პატარა რისკჯგუფები", – განაცხადა გამყრელიძემ.

მან რისკჯგუფებში შემავალ ადამიანთა კატეგორიას აცრებისკენ მოუწოდა:

„გრიპის ვირუსი ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოს გამოჩნდება, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, რისკ-ჯგუფებს, რომ დროულად მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რადგან ზედდება შეიძლება იყოს გრიპისა და კოვიდის ერთდროულად და ეს მოსალოდნელია უფრო ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აცრა ქვეყნის მასშტაბით არსებულ პოლიკლინიკებშია თბილისში დღეიდან და რეგიონებში ორშაბათიდან არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S