"ვუსამძიმრებ გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს, ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს"
30/10/2020 07:20:37 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დღეს დილით – კლინიკაში. ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება ავარიის შედეგად 10 დაშავებული პირი.


