ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 18 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
30/10/2020 07:12:04 მსოფლიო
ბოლო 24 საათში გერმანიაში ახალი კორონავირუსის 18 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ს კიდევ 77 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 10 349-ს მიაღწია.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 490 000–ზე მეტი შემთხვევა.
ეპიდვითარების გაუარესების გამო გერმანიამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გაამკაცრა.
ვეყანაში 2 ნოემბრიდან შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:
- რესტორნები, კაფეები დაიხურება; რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ;
- კლუბები; თეატრები, კინოთეატრები დაიკეტება;
- კონცერტები გაუქმდება;საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაიკეტება;
- 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალება; ისინი მაქსიმუმ, ორი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ;
- პროფესიონალური სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები იქნება მაყურებლის გარეშე;
- მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარდა მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავენ;
- სასტუმროებში ღამის გათევა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ აუცილებელი საქმიანი ვიზიტები აქვთ;
აღსანიშანვია, რომ სკოლები, ბაღები და მაღაზიები ღია რჩება. მათ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა ევალებათ.
ახალი შეზღუდვები ძალაში 2 ნოემბრიდან შევა და 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს.


