როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
30/10/2020 06:58:24 საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ცხელ კერად“ აჭარასა და იმერეთთან ერთად დედაქალაქიც რჩება. კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 683
აჭარაი - 381,
იმერეთი - 313.
ქვემო ქართლი - 117
შიდა ქართლი - 59
გურია - 18
სამეგრელო–ზემო სვანეთი - 60
კახეთი - 19
მცხეთა-მთიანეთი - 1
სამცხე-ჯავახეთი - 34
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი - 11
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, თბილისში 4 პაციენტი გარდაიცვალა, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 17 142 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 490 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 121 პირი. 10 618 მკურნალობს ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 ადამიანი.ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 37263 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 285 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 19810 პირი გამოჯანმრთელდა.


