Accentnews.ge
ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს ჭარბობს

ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს ჭარბობს

30/10/2020 06:36:28 საზოგადოება

ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოს დღიურ მაჩვენებლებში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა ნამატს სჭარბობს. კერძოდ, 30 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 1 696 მოქალაქეს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 906 პირი. 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დაინფიცირდა 1709, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 075. 28 ოქტომბრის მონაცემებით, დაინფიცირდა 1731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2 197. ამრიგად, თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 37263 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 16 904 პირი გამოჯანმრთელდა.

12–ით გაიზარდა გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა. ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში ვირუსს ჯამში 285 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3070 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4200, კოვიდ–სასტუმროში – 2324.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S